საერთოდ ესე არხდება ხოლმე, მაგრამ ხდება ესე ხანდახან, ანუ უკვე მოხდენის პროცესშია და ბლიად რატო არ გვაქ ინგიანი ფორმა.  ნათურას, რომ ამოიღებ ჩადება ხომ უნდა უკან, უნდა. ყველა ლოთი იყო გიჟი, მაგრამ პირიქით არასოდეს არ ყოფილა (მამენტ რო დამეწერა …მაგრამ ყველა გიჟი ლოთი არიყოთქო უფრო კარგად იჟღერებდა თუ იკითხვიდა თუ როგორც არის), მაგალითად ერთი ცნობილი ძველი კომედიანტი ამბობდა მეც თავიდან დავიწყებ სიკვდილს ზუსტად ასეო, ვაზის ბოლო, რომ დაინახა გამხმარი ვაზის ბოლო, ჰოოოდა ზუსტად ეგრეც მოუვიდა. ისმის კითხვა კ ჩემუ კლონიტ ეტოტ მუდაკ და ნიკჩემუ ბლიად, პასუხიც ისმოდა თურმე, ჰხოდა არსაითაც არ “ვიხრები. მერე რა რომ ადამიანებს ნუ ზოგს უყვარს ალკაშობა, ბევრს სხვარამეც უყვარს, თეორია იყო რომ ალკაშობა ყველაზე ცუდიაო წიპა “ალკაგოლ ეტა მედლენაია სმერწ” მერე ვიღაც ვაიზ მენი მივიდა და მიაწერა ელვისა როგორც იტყოდა ჰოლმე “ა მი ნიკუდა ნე ტაროპიმსაო”, ზუსტადაც არსად არ მ/გვეჩქარება.  ჰო სუდამავიწყდა თან ყველა მათგანს ან სიმთვრალეში ეხსნებოდა ან ოპიუმის კვამლში ქრებოდნენ და ისე ქმნიდნენ ყველაფერსს..,,  რატო ეგონა მოცარტს რო იტალიელები მოწამვლას უპირებდნენ , ან რატო ყველა მსგავსი დეგენერატი იყო სიგიჟემდე გიჟი. ჰომ ესეც პოხ მარრა ფაქტია ის რომ… ფაქტია მოკლედ.. ან გრძლად მარა ფაქტია !!! ჰომ რაც შეეხება იმას რაქვია თავში რო ტრიალებს სუ და რო ვერ იგდებ, კიარადა არც გინდა, ეგ კაია, მარა ლოგიკა და ფიქრები ანადგურებენ კაცობრობას, და საერთოდაც ერთიი ბიოლოგიური იარაღი რა გახდა ( მინდა!  კიდე პომიდვრები მინდა რო შევაჯვარო ჩემ ვენუს ფლაიტრეპებთან და მერე კილერ ტომატოზ გაიჩითებიან, მაგას ვიზავ ოღონდ მერე ეხა არ მცალია..  ჰოდა ნაპასლედოკ ბოზინგ ინ და ნეიმ ოფ გად ქოზ ხი იზ აურ პასტ პრეზენტ ენ ფიუჩერ ის ფაკედ ხუ კნოუზ.

უთქმელი თქმულა მთქმელის სიტყვებით,
დაგვხოცეთ, დაგვწვით ჩვენ ვართ ღირსები,
ვცხოვრობდით აწმყოს სხვისი მითებით.,
გვეგონა აზრი ჩვენი ფიქრებით.,

სინანულის მქმნელი იყო,
ოდნავ წარბის ზევით ახრა,
აღარ გინდათ, მერე იხმობთ..,
ცოტა ღვინო, თავის დახრა.
ყველა გრძნობა, ყველა აზრი,
ყველას უტევს თავში მსგავსი,
ერთი ცოდვაც ჩვენთან არის.,
ერთს აქვს კიდე მეორეს ზღვარიც.
გვენძრევა ნელნელა, და ხელის განძრევა შეგვიძლია.
სინანულია ტრფობით გამოწვეული უმოქმედობა, რომელიც თავისდანებით ჟინია სიცოცხლისა. ჩვენი მოკლე და მარტივი სიცოცხლისა.

მოძღვრებას გულში არ აქვს საზღვარი.,
ყველა ჩვენს თვალში სწორიც არარის,
სიბნელით ვეძებთ ჩვენ შუქის სამოსს.,
ერთია ყველა ვინც არჩევს ამ ორს..

ერთია ქალიც, და კაციც
თეთრიც და შავიც.,
ნათელიც, ბნელიც.,
ეშმაკიც – ღმერთიც..

ჩვენ გვქონდა თემა.,
გვერჩია ერთი,
ორიდან გვეცნო
მართალი, თეთრი..

შევცდით უმანკოდ,
ტყუილით, უნაკლოდ
წოდებით, ხვეწნით
შენებით, ნგრევით
ერთიათქო ყველა მახე!
ერთს აქვს სული, მეორეს სახე.,
სიმართლე გიდევთ ცხვირწინ და ნახეთ..!
მერე მოდით ჩემთან და მნახეთ.

არ ენდობოდა ყველას უვალოდ,
აღარც ათრობდა მას სიტყვის სუნი.,
ყველა გააქრო ცოდვით, უკვალოდ.,
და არ აიღო ამაში ფული,
გულიც დაწყდებაყველა მოურავს.,
ხელსაც აიღებს ამ ზე საქმეზე,
ნაგვით მას რთველი ასე მოურთავს,
მოდით ვილაყბოთ ერთად რამეზე.

ირონიაა ძალის მომცემი,
ცოტა უხეში,
ცოტაც მომთმენი.,
მაგრამ არავის თავში მოუვა,
მასზე აყოლა,
მასთან ნუგეში..,

ფანჯრებს ვხატავდი კედლის კიდეზე,
ოცნებაც მქონდა მსგავსი სინათლის.,
ამ საფეხურით, მე ამ კიბეზე,
უშენოდ მაინც ძალა ვინარის ?

გავწურეთ დასტად,
თასი ათასი.,
გვწყუროდა შუქი,
მკრთალი ალმასის.,

არარის მარად,
ამდენი ხვეწნა.,
არ დაგნებდები,
აქამდე გეთქვა.

სად მიგყავს ათი.,
ათივე მცნება,
დღევანდელს აზრით,
ოცნებად დნება.,

ბრბოს, რომ ეძახით,
თქვენ ვინ ხართ თავად ?
ხელი მოისვით.,
შიგ ხომ არაგაქვთ ?

შოთაც გაგიჟდა,
ტაბიძეს ერჩის,
არჩევა უნდა.,
მათგან ამ ერთის.,
ელოდა მარად,
დაბერდა ბრძენი,
აქციეთ ხატად,
მიართვით ძღვენი!
უცხოა ?

ერთის ფიქრებით,
ორის აზრებად,
ერთთან იქნებით,
მერე დაგენძრათ!

May 22, 2010

ვინ მისცა მოქმედს უფლება,

ვინ აღიარა შემოქმედი,

ვინ არ დათვალა ამდენი ვნება

და ვინღა არის შენ მოქმედი ?!

ბერძენი ბრძენი ეძებდა სატრფოს.,
ნიშნად იპოვნა პასუხის გრძნობა,
ხალხში გარევას არავის ართხოვს.,
დაკარგა ბრძნულად მან ღმერთის ნდომა.

მას ურჩევნია გახდილმა ნახოს.,
თავის აბსტრაქტი და მისი გრძნობა,
ვიდრე უდაოოდ, სამოსს მიანდოს.,
თვის სიბერე, ბავშვობა, ყრმობა…

რა აზრი აქვს გაგრძელებას ?

გამონათქვამებს ეძებდნენ აზრში,

აზრებს კი ხეზე კრეფდნენ ეგონათ.,

ყოველთვის წამდათ იმ „ვიღაც ღმერთის,

მაგრამ აბა რომელ ერთს მისი გჯეროდათ ?!

ერთი დღით აგვცდა ჩვენ ყველას ცოდვა. .,

ერთ დღეს ჩავიწერთ ეკლებს სიაში,

აბა რომელმა თქვენგანმა მკითხა

წამო წავიდეთ ეკლესიაში ?!


ხანდახან ისეთი რთულია ყველაფრის ამ უსულო თეთრზე გადმოტანა, მაგრამ ყოველთვის შეიძლება გააცოცხლო ის რაც სადღაც ღრმად არის მიმალული, ასოებს ამოფარებული, გაფილტრული და ნალექად მოდებული შავს.

XV საუკუნე, მოქმედება სურელურ საქართველოში, ცხრა სახელმწფოდან ყველაზე ძლიერში.

სასახლე, რომელიც სადღაც შორს მოჩანს ყოველთვის. ბიბლიოთეკა, მაღალი ჭერით, მოჩუქურთმებული, ბუხრით და უამრავი წიგნებით. იხსნება პირველი შეხვედრა, როდესაც პრინცმა ცოლად უნდა შეირთოს კაბალიე, რაც იმას ნიშნავს, რომ მეცხრე სახელმწიფოს ძლიერება კიდევ მრავალი წლის მანძილზე გასტანს. მეფისგან განსხვავებით პრინცი მეტად ლმობიერია, არუყვარს ძალადობა და ომი, სურს ჰარმონია ყველა სახელმწიფოსთვის, ჰარმონიული დამოკიდებულება მეცხრეზე.., დანარჩენებს თავისუფლება სურთ, თავისუფლება, რომელიც თავისდანებით სიბინძურეა მათთვის.

ბუხრის გვერძე დიდი კარებია, რომელიც პატარა აივანზე გადის და გადაჰყურებს შიგნით მყოფ მეფურ დარბაზს. ცხრა სახელნწიფოს ყველა წარმომადგენელი, მათი ნათესავები, დიდგვაროვნები, მაღალჩინოსანი პირები შეიკრებილან იქ და ელიან პრინცის გამოსვლას, რომელიც წარბზე გასაკეთებლებს იზომავს. თითქმის ყველა წარბზე გასაკეთებელი მისთვის უსაბრთხოა, გარდა ერთისა, რომელიც მას ბილზებუბის ძალით ერთერთი სახელმწიფოს გენერალმა აჩუქა თავისდაუნებურად. როგორც კი პრინცი ამას მოირგებს და აივანზე გავა, რომ თვალყური ადევნოს სტუმრების ცეკვას და შემდგომ კაბალიეს გამოსვლას, გენერალი მყისვე მას ესვრის და სასიკვდილოდ გაიმეტებს.

სასახლის ბოლო, ყველაზე ბნელ და იდუმალებით მოცულ ადგილას ილუზიონისტი ცხოვრობს, რომელიც ერთადერთია მათთაგან, ვინც პრინც თავის არაბუნებრივი ძალებით მფარველობს. ილუზიონისტი აივანზეა და ეჭვობს, რაღაცას, რადგან სწორედ ეს არის ის წუთი, როდესაც არცერთმა ბოროტისმოსურვემ თავისი შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას. პრინცს მოეწონა გენერლის წარბზე გასაკეთებელი, რომელიც მისდაუნებურად მოხდა და მოირგო ორივე წარბზე. გამოვიდა აივანზე, სტუმრები გაჩერდნენ, მუსიკა შეწყდა, ამდროს დარბაზში კაბალიე შემოდის, ულამაზესი კაბალიე, ხალხი მიმოიფანტა, გზა დაუთმეს და ელიან მის სიტყვას, მის ხმას, სიმღერას. ამდროს პრინცს რაღაც ძალა უკან ბიბლიოთეკაში აგდებს უკან და ტყვია იმ ადგილს ხვდება სადაც ის იდგა. ხალხი დაიფანტა, კაბალიე ბიბლიოთეკაში აღმოჩნდა, ილუზიონისტი პრინცს გადაეფარა, კაბალიე ტახტზე არის, რატომღაც უგონოდ.., ყველა კარი ჩაირაზა ბიბლიოთეკაში. ილუზიონისტი ბუხრის თავზე მყოფ მეფის სურათთან მიფრინდა და თვალები ორივე ხელით ამოუთხარა რათა ბილზებუბი ამოეცნო მიმოფანტული და დაბნეული ხალხიდა. ყველა სადღაც გარბოდა, მხოლოდ გენერალი, რომელშიც ბილზებუბი იყო ნელნელა მოდიოდა აზზე. უცებ ილუზიონისტი ძირს ვარდება და ბილზებუბის ორთქლი შემოდის ოთახში, რომელიც ამჟამად მეფის სურათს დაეპატრონა. კაბალიემ 3 გარდასახვა განიცადა, ერთი ქალის, მეორე საკუთარი თავის და მესამე პრინცის. ილუზიონისტი მთელი ძალებით ცდილობს, რომ სურათი დაწვას რათა ბილზებუბი დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ სამყოფელს, ჯოჯოხეთს. დიდი ძალისმევის შემდეგ ილუზიონისტს გამოსდის დაძლიოს ბილზებუბი და მეფის სურათი ცეცხლში შეაგდოს. აუტანელი ხმები ისმის მთელს სასახლეში, ბილზებუბი იწვის და სურათიდან გამოდის. პრინცს, რომელიც კაბალიეშია შესახლებული და ნელნელა გონს მოდის ამდროს უხარია, რომ ბილზებუბი დამარცხებულია, მაგრამ ამდროს მისი ორთქლი კაბალიეს დაეპატრონა და პრინციც შეიბყრო, ილუზიონისტი ეფარება ისევ კაბალიეს და ისევ საშინელი ხმები ისმის..,

და რა ცუდ დროს გამეღვიძა : (

განმარტება:

ბილზებუბი იგივე ეშმაკი არახორციელი სახით.

წარბზე გასაკეთებელი იგივე ჩალის ლამაზად მოწნილი ნივთი,

რომელიც წარბზე კეთდება და მას მთლიანად ფარავს, მაშინ

ვისაც ყველაზე   ლამაზი წარბზე გასაკეთებელი ჰქონდა ის

ითვლებოდა ყველაზე ძლიერ   ადამიანად.