ძნელია დაივიწყო ყველაფერი რასაც აქამდე აკეთებდი. ძნელია გაუშვა შენი ცხოვრებიდან, შენი “გულიდან ყველა ის ადამიანი ვინც გიყვარს. ძნელია დაივიწყო “ქალი, რომელიც სიცოცხლეს გირჩევნია, განსაკუთრებით მაშინ თუ მისთვის არაფერს წარმოადგენ. ძნელია გადაწვდე იმ ღრმა გრძნობებს, რომლებიც გამოძრავებენ, ძნელია გადააბიჯო მათ და დაიწყო ყველაფერი თავიდან.

ძნელია ძველი სიძნელის გამოცდილებით ცხოვრება, ყველა იმ ტკივილის გახსენება, რამაც შემდეგი, უფრო მაღალი საფეხური დაგანახა. ძნელია უკან გახედვა და კვალის დანახვა, კვალის, რომელიც საკუთარი სისხლის წვეთებითაა აღბეჭდილი. ძნელია იმის სიყვარული, ვინც ყველაზე მეტად გინდა, რომ გიყვარდეს და უფრო ძნელია გიყვარდეს ყველა, რადგან ყველას არ შეუძლია შენი სიყვარული. ძნელია საკუთარი უსაზღვრო ძალის კონტროლი და ფიქრი იმაზე, რომ შენამდე “ბევრი იყო. ძნელია შორიდან გინდოდეს, გიყვარდეს, ოცნებობდე, გწამდეს, ვიდრე ახლოდან ხედავდე მის ყინულის თვალებს, დოგმა, რომლის ჩამსხვრევაც მხოლოდ შენ შეგიძლია.

მიყვარს და არ მინდა, მინდა, მაგრამ არ მიყვარ(ს)/დება., ძნელია და მე შენ მიყვარხარ.

და ამდენ სიძნელის შემდეგ, ყველაფერი გენიალურად მარტივია.,

და ვინ ხარ შენ ?

ეს სულ დამავიწყდა 🙂

თმებში ხელი მაგრად მოიკიდე, და შემოქმედისაკენ აქაჩე., აქაჩე ისე ძლიერ, ისე მაგრად რომ ტკვილისგან გაყუჩდე., აქაჩე მანამ სანამ მიწას არ ასცდები და მანამ სანამ ხელი საშინლად არ დაგეღლება.

ზოგის ჟინია, ზოგის მიზანი, არადა ვინ იცის, რომ საკუთარ თავს ვერ ასწევს? ვინ და იმან ვინც, სხვამ ასწია ან იმან ვინც, სხვა აწია. ჩვენ ველოდებით და ვზივართ, ან პირიქით., კარებზე სათუთად მაზეგაკრული ქვაბი, ქვაბი, რომელშიც ოქროები ყრია, ბებოს ოქროები. ჩვენ ველოდებით, როდის აგვწევენ ბებოები., და არ ვიცით (?) რომ მალე ისინი გახდებიან ჩვენი ასაწევები..,

Paliacci

February 23, 2010

გუშინ ქალაქში კომედიანტი მოკლეს
სათქმელად რთული, მომღიმარი, იდუმალი
სიკვდილის წინ, თვალებში დანახულს არაფერი უთხრეს.,
ქალაქში ბნელა, სიცივეა და ხალისიც არარის

თითქოს კონად შეკრულს, ერთს უბრალო კაცს
გაჰყვა საერთო გრძნობა ქალაქის
ქალაქის, რომელსაც მიზეზი ყოველთვის აქვს
იყოს ბნელი, ცივი და თითქოს უხალისო

ბარის ნათურაც ჩაქვრა, ჩაკეტილია კარებიც
ამდენს სიცილის შემდეგ., მას რას ერჩოდნენ არმესმის.,
გასწორდა ყველა ხაზები, თითქოს კომიდან გამოდის,
ზევიდან ნანახს სამყაროს, ვერხვდება აზრად რა მოსდის.,

მას გრიმად თეთრი სახე აქ, ხანდახან წითელი ცხვირიც
თანზე ფერები აცვია, გამ ააქ ყველა ამბების
თამაშობს თამაშს, ხან კაცებს, ქალებს ან ვირს
არუნდა, რომ ისეთი თქვას, საწყენი., ან პირიქით

გუშინ ქალაქში კომედიანტი მოკლეს
გუშინ ქალაქიც მოკლეს კომედიანტში

მე იმისთვის ვარ, რომ გაგიგო. მივწვდე შენს თვალებს უსიტყვოდ, გავიგო შენი ძახილი, მოვიდე, მაგრად ჩაგეხუტო, თავი დაგადო და ისე გიგრძნო თითქოს ჩემი სხეულის ნაწილი იყო. მე იმისთვის ვარ, რომ დაგელოდო, მანამ სანამ შენ არ ჩათვლი საჭიროდ გაერთიანებას, დაგელოდო ისე, როგორც თვალებში ჩაუხედავად ხედავენ სიმართლის გუგებს. სიცრუე დავაბრთხოთ სიჩუმით, გრძნობად ვაქციოთ ბოროტი, აზრებს მივცეთ თავისუფლება და თავი ვიგრძნოთ სახლში.

მე დამრჩა ზუსტად ერთი ღერი სიგარეტი და ზუსტად ის შავი ხვრელი მოთმინებისა, რომელიც ჭამს და არასოდეს ძღება, რომელსაც სიკვდილი ელის სიცოცხლემდე და მის შემდეგაც. მე დამრჩა სათქმელი შენთვის სიმართლე მოთმინებისა., და კონა იმ გრძნობების, რომელსაც სიყვარული ქვია., და მე შენ მიყვარხარ.

მე მინდა ყველა ჩვენს გარშემო., და მინდა ჩვენ ყველას გარშემო. მე მივაღწიე საწადელ ფორმას და მოვერგე ჩემი სხეულის საზღვრებს. მე არ მჯერა ჩემზე გიჟების და არც იმის, რომ ჩემზე ჭკვიანებიც არსებობენ. შენ მაჩუქე გასაღები სიმართლის, რომელიც თავისდანებით გზაა ჭეშმარიტებისკენ. შენ მაჩუქე მე სიყვარული და ამ სიყვარულს მე გიძღვნი შენ., და მე შენ მიყვარხარ.

პირობა ერთია ისევე, როგორც ადამიანი, ისევე, როგორც მე.,

და ვინ ხარ შენ ?

დასაწყისი

February 22, 2010

აუჰ.., ხანდახან როგორი უმნიშვნელოა და ბოლოს.., ბოლოს ხდება ყველაზე მტკივნეული და უინტერესო, მაგრამ ძალისმომცემი, ყელში ამოსულს აღარ მინდა ბოლო, ძალაც არის და ინტერესიც.

დასაყისი ძნელია, შენარჩუნება-იდეალიზმი, დანარჩენს აქვს რამეს მნიშვნელობა ? ..,  გაუღიმე გაგიღიმებს ., აჩუქე გაჩუქებს ., მოგწონს მოწონს ..,

ცივ იატაკზე გაწოლილს ჭერის ყურებით ., ოთახიდან ოთახში მარტო სიარულით და ფრაზების სროლით ., ვანიდან სიმღერით ., დანარჩენს აქვს რამეს მნიშვნელობა ?

დასაყისი ძნელია, მომღიმარი-იდუმალი, სხეულის ენით დამტკბარს, გრძნობებით., ერთი სიტყვით და უსიტყვო ფრაზებით ., დანარჩენს არაფერს აქვს მნიშვნელობა.

დასაწყისი ძნელია, მაგრამ ასე იწყება ყველაფერი.

ერთია ჩემი აქ ყოფნის მიზეზი და ზუსტად ვიცი შედეგი ბევრი იქნება : |

მოკლედ რაც არ უნდა იყოს დილამშვიდობისა : )