არმახსოვს მიზეზი, მაგრამ ფაქტია ბევრი თემა გავიარეთ ერთად. რატომღაც მეთხუტმეტე სართულზე მაქ ჩაკეტილი ოთახი, გუშინ ცოტა ნასვამი მივედი, გასაღები სახლში მქონდა. დილით კი გამიკვირდა კარი ვინ გააღოთქო, მაგრამ რა მნიშვნელობა ქონდა უკვე მაგას. ცოტა ნასვამი მივედი, ბნელოდა დერეფანში მახსოვს. შემდეგი კადრი უკვე მეღვიძება დივანზე, ნახევრადშიშველი, ვამჩნევ, რომ ოთახის კარი ღიაა, ჩასაკეტად გასული კიდევ ვამჩნევ, რომ ჩემ სხეულს ვიღაცა ათვალიერებს, შემდეგ ვრწმუნდები, რომ მხოლოდ ორი თვალის ცქერა არ მაწუხებს. უფრო ბევრნი ყოფილან. მოკლედ ამასაც არააქვს მნიშვნელობა. ვბრუნდები და ვაგრძელებ ძილს და უეცრად ოთახში შემორბის მსუბუქად ჩაცმული ოთხი გოგო, რომლებიც ცალი თვალით მე მათვალიერებენ და მეორე თვალით ვითომდა სარკეში დაკარგულ ნივთს ეძებენ. რაღაც დროის უთანხმოებას კი გავდა, მაგრამ აშკარად მახსოვს, ჩემს დაძინებას და ამათ შემოცვენას შორის საკმაოდ დიდი დრო მქონდა იმისათვის, რომ დავრწმუნებულიყავი ჩემ ძალებში, მაგრამ რატომღაც მარჯვენა ხელგაშვერილს ფრენის ძალა აღარ მქონდა, რაც რათქმაუნდა გაღვიძებას ნიშნავს.
ესეც მორიგი ნაგავი და სულ მიკვირს რატომ მესიზმრება ყოველთვის თუ ნასვამი ვარ სიზმარში, რომ მივდივარ სასტუმრო აჭარაში, მეთხუთმეტე სართულზე, ნომერ 503-ში?

ესეც ერთი გენიალური თემა და გენიალური მომენტი კუროსავას შემოქმედებიდან,

Paliacci

February 23, 2010

გუშინ ქალაქში კომედიანტი მოკლეს
სათქმელად რთული, მომღიმარი, იდუმალი
სიკვდილის წინ, თვალებში დანახულს არაფერი უთხრეს.,
ქალაქში ბნელა, სიცივეა და ხალისიც არარის

თითქოს კონად შეკრულს, ერთს უბრალო კაცს
გაჰყვა საერთო გრძნობა ქალაქის
ქალაქის, რომელსაც მიზეზი ყოველთვის აქვს
იყოს ბნელი, ცივი და თითქოს უხალისო

ბარის ნათურაც ჩაქვრა, ჩაკეტილია კარებიც
ამდენს სიცილის შემდეგ., მას რას ერჩოდნენ არმესმის.,
გასწორდა ყველა ხაზები, თითქოს კომიდან გამოდის,
ზევიდან ნანახს სამყაროს, ვერხვდება აზრად რა მოსდის.,

მას გრიმად თეთრი სახე აქ, ხანდახან წითელი ცხვირიც
თანზე ფერები აცვია, გამ ააქ ყველა ამბების
თამაშობს თამაშს, ხან კაცებს, ქალებს ან ვირს
არუნდა, რომ ისეთი თქვას, საწყენი., ან პირიქით

გუშინ ქალაქში კომედიანტი მოკლეს
გუშინ ქალაქიც მოკლეს კომედიანტში